შემოგვიერთდით Facebook-ზე

წესდება

წ ე ს დ ე ბ ა


მუხლი 1 ზოგადი დებულებები

1.1. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს.


1.2.  სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.


1. 3.ორგანიზაციის      სახელწოდება: “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” (RIVG).


1.4.   სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.


1.5.იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ზაალ ქიქოძის N12. ელექტრონული ფოსტა - Rivg.info@gmail.com.


1.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.


მუხლი 2.

ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები



2.1მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;


2.2ადამიანის უფლებების დაცვა და მათი წარმომადგენლობა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ასევე შიდა და საერთაშორისო სასამართლოებში;


2.3ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;


2.4ახალგაზრდებს შორის არაფორმალური განათლების, პროფესიული კურსების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და განვითარება;


2.5ბავშვთა კეთილდღეობის და არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;


2.6კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა უფლებების დაცვა, მათი რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიზნით საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო საქმიანობის განხორციელება;


2.7დანაშაულის პრევენციის მიზნით საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო, სპორტული და სხვა სახის საქმიანობის წარმოება;


2.8ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის ანალიზი, შესაძლო ცვლილებების ინიცირება,  სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;


2.9სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მართვისა და მენეჯმენტის განხორციელებაში კონსულტაციების გაწევა;


2.10საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება;


2.11კვლევების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;


2.12სხვა კანონით დაშვებული  ნებისმიერი საქმიანობა.


2.13არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.


2.14არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების გასხვისება, აგრეთვე სხვისთვის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გამგეობის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული ქმედება არ ეწინააღმდეგება  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნებსა და საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.


მუხლი 3. ორგანიზაციის წევრი


3.1ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სრულწლოვან ასაკს მიღწეული ფიზიკური და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის წესდებას და სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე.


3.2თითოეული ორგანიზაცია, რომელიც შემოდის ორგანიზაციაში, ინარჩუნებს ორგანიზაციულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, აქვს წესდება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციის წესდებას, და ორგანიზაციის დამოკიდებულებას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.


3.3ორგანიზაციის წევრობის კანდიდატმა ორგანიზაციის გამგეობაში უნდა წარადგინოს შესაბამისი განცხადება და ორი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრის ან სხვა საერთაშორისო, ანალოგიური ან მონათესავე პროფესიული ორგანიზაციის წევრის მიერ.


3.4ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დადენილება გამოაქვს ორგანიზაციის გამგეობას.


3.5ორგანიზაციის წევრის უფლებამოსილება წყდება:


(ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;


(ბ) ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან იგი არღვევს მასზე დაკისრებულ უფლებამოვალეობებს;


(გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედითუუნაროდ ცნობისას;


(დ) გარდაცვალებისას.


3.6ორგანიზაციის წევრი ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი წყდება ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციის წევრი ორგანიზაცია წყვეტს არსებობას, მისი წევრობა ორგანიზაციის წყდება ავტომატურად, რის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება ორგანიზაციის გამგეობას.



მუხლი 4. წევრთა უფლება-მოვალეობანი


4.1 ორგანიზაციის წევრი უფლებამოსილია:


(ა) მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;


(ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველობის ორგანოებში;


(გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამებში;


(დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;


(ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;


(ვ) ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;


(დ) ატაროს ორგანიზაციის ემბლემა.


4.2 ორგანიზაციის წევრი მოვალეა:


(ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;


(ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;


(გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;


(დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;


(ე) ორგანიზაციის საშუალებით დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის ორგანოებში;


(ვ) ორგანიზაციში წარადგინოს პროექტები და წინადადებები ამა თუ იმ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და განხორციელებაში;


(ზ) შეასრულოს ორგანიზაციის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებანი, რომლებიც მიღებულია ორგანიზაციის წესდების შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება მათ უფლებებს;


(თ) ორგანიზაციის ჩარჩოებში განავითაროს თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან;


მუხლი 5. დამფუძნებელთა საერთო კრება


5.1 ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ორგანიზაციის დამფუძნებელთა საერთო კრება (შემდგომში - საერთო კრება).

5.2 საერთო კრება იმართება წელიწადში ერთხელ მაინც და იგი მოიწვევა გამგეობის მიერ.

5.3  რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ, ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ან ორგანიზაციის წევრთა ნახევარზე მეტის ინიციატივით.

5.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ წევრებს წერილობით ეცნობებათ 14 დღით ადრე.

5.5 საერთო კრება უფლებამოსილად ითვლება თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

5.6 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებისა, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება საეთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5.7 ყველა წევრს აქვს თითო ხმა. იურიდიული პირი წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

5.8 კენჭისყრა საერთო კრებაზე არის ღია, გარდა გამგეობის წევრების არჩევნებისა.

5.9 საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

(ა) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა,  რის შესახებაც  უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

(ბ) გამგეობის წევრების არჩევა;

(გ) გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;

(დ) ორგანიზაციის გამგეობის ანგარიშის მოსმენა;

(ე) სალიკვიდაციო ბალანსის დამტკიცება;

(ვ) სხვა საკითხები, რომლებიც წესდებით არ განეკუთვნება სხვა ორგანოთა უფლებამოსილებას.

5.10 საერთო კრებას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

5.11 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით,  რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის თავმჯდომარე.


მუხლი 6.  გამგეობა

6.1 ორგანიზაციის გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობა შედგება 4 წევრისაგან.

6.2 გამგეობის სხდომები იმართება 6 თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის  წევრის მოთხოვნით.

6.3 გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება სამი წევრი მაინც.

6.4       გადაწყეტილება       მიიღება         დამსწრეთა   უმრავლესობით.      ხმების            გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6.5 გამგეობის წევრებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 14 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

6.6 გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევა ორგანიზაციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

6.6 გამგეობა:

(ა ) განაგებს ორგანიზაციის ქონებას;

(ბ) მოიწვევს საერთო კრებას და უზრუნველყოფს მის წარმართვას;

(გ) იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის ფილიალების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებსა და მათ ხელმძღვანელებს;

(დ) ფარული კენჭისყრით წყვეტს ორგანიზაციის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის საკითხს;

(ე) თავმჯდომარეს წარუდგენს განსახილველად:

•ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ სამომავლო პროექტებს;

•ორგანიზაციის წლიურ ბიუჯეტსა და ფინანსურ გეგმას;

•ორგანიზაციის საქმიანობის ახალი მიმართულებით წარმართვის საკითხს.

6.7  გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერენ გამგეობის წევრები და  ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მუხლი 7. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა


7.1ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ორგანიზაციის თავმჯდომარე , ხოლო მისი არყოფნის, ავადმყოფობის, ან სხვა მიზეზით უფლებამოსილების წერილობით დელეგირების შემთხვევაში – მისი მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თავმჯდომარეს უფლება აქვს განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება გამგეობის რომელიმე წევრის მიმართ არაუმეტეს 1 თვის ვადით, რის შესახებაც უნდა აცნობოს საერთო კრებას. 1 თვის გასვლის შემდეგ, თავმჯდომარის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ინიშნება თავმჯდომარის ხელახალი არჩევნები.


7.2ორგანიზაციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირი ორგანიზაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი ორგანიზაციისთვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მის წინაშე სოლიდარულად.




მუხლი 8. თავმჯდომარე


8.1ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ორი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის  თითოეულ  წევრს. შესაძლებელია გამგეობის წევრმა თავმჯდომარის პოსტზე წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. თითოეულ წამოყენებულ კანდიდატურას კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატურა, რომელმაც მიიღო ხმების მეტი რაოდენობა, თუმცა არანაკლებ გამგეობის წევრთა ხმების ნახევარზე მეტი. კანდიდატების მხრიდან ხმების საჭირო რაოდენობის  მიუღებლობის შემთხვევაში, არჩევნები გადაიდება მინიმუმ ერთი კვირის ვადით.  ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას , რომელსაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობა. ხმების საჭირო რაოდენობის მიუღებლობის შემთხვევაში,  თავმჯდომარე ასახელებს მოადგილის ახალ კანდიდატირას. ორგანიზაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება გამგეობის შესაბამისი დადგენილების ხელმოწერის მომენტიდანდა გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე, ან გამგეობის მხრიდან თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტამდე. საერთო კრების შემდეგ თუ თავმჯდომარე და მოადგილე, ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.


8.2ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შესაძლოა არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.


8.3თავმჯდომარე:


(ა) წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;


(ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;


(გ) წარმოადგენს ორგანიზაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;


(დ) გამგეობის წევრებთან შეთანხმებით წყვეტს ორგანიზაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;


(ე) ზედამხედველობს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;


(ვ) უძღვება ორგანიზაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;


(ზ) ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;


(თ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას, გამგეობისა და საერთო კრების  წევრებს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს;


(ი)       გამგეობას      დასამტკიცებლად   წარუდგენს   ორგანიზაციის         ორგანიზაციულ სტრუქტურას;


(კ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.


8.4 მოადგილე თავმჯდომარის არყოფნის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ფარგლებში. ორგანიზაციის თავმჯდომარის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.


8.5 თავმჯდომარის (მოადგილის)  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების არასაპატიო მიზნით  1 თვეზე მეტი ვადით შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ორგანიზაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას წევრთა ხმების უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.


8.6 თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი თავმჯდომარის (მოადგილის) არჩევამდე, ძველი შემადგენლობა აგრძელებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას.


მუხლი 9

ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია


9.1. ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


9.2. ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.


9.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.


9.4. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.


9.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:


ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;


ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;


გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.


9.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.


9.7. თუ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.


9.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.


მუხლი 10

ორგანიზაციის დამფუძნებლები


10.1.   ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:


(ა) ანტონ ქელბაქიანი, პირადი ნომერი - 01017010722, მცხოვრები ქ. თბილისი ზაალ ქიქოძის N12, დაბადებული 1980 წლის 1 სექტემბერს;


(ბ) სოფიო ჩაგელიშვილი, პირადი ნომერი - 01026007788, მცხოვრები ქ.თბილისი, ფანასკერტელის ქუჩა, კორპუსი N17, ბინა 6, დაბადებული 1981 წლის 30 აპრილი;


(გ) მარიამ ნათაძე, პირადი ნომერი - 01026007861, მცხოვრები ქ.თბილისი, ფანასკერტელის ქუჩა, კორპუსი N12, ბინა 1, დაბადებული 1981 წლის 23 აგვისტო;


(დ) ნატალია ცაგარელი, პირადი ნომერი - 01008016293, მცხოვრები ქ.თბილისი, ტ.ტაბიძის N52, დაბადებული 1980 წლის 2 ოქტომბერი.



მუხლი 11 დასკვნითი დებულებები


11.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

11.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.


11.3  ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.






ანტონ ქელბაქიანი                                  /________________________/ (დამფუძნებლის სახელი, გვარი)

(ხელმოწერა)



სოფიო ჩაგელიშვილი                           /________________________/ (დამფუძნებლის სახელი, გვარი)

(ხელმოწერა)



მარიამ ნათაძე                                    /________________________/ (დამფუძნებლის სახელი, გვარი)

(ხელმოწერა)


ნატალია ცაგარელი                             /________________________/ (დამფუძნებლის სახელი, გვარი)

(ხელმოწერა)
16.01.2018