შემოგვიერთდით Facebook-ზე

ნატალია ცაგარელი

  • ელ.ფოსტა: n.tsagareli@yahoo.com
  • ტელ: 577 284658
  • ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და  თანადამფუძნებელი პროფესიით იურისტი, აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება. იგი მუშაობდა  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, სადაც ხელმძღვანელობდა თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხთა სამმართველოს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ნ.ცაგარელი ხელმძღვანელობდა მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების, მოგვიანებით კი - მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის განყოფილებას, ჩართული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში. გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს უტარებდა ტრენინგს არასრულწლოვანთათვის სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის შესახებ. ნ.ცაგარელი აგრეთვე მუშაობდა  ევროკავშირის პროექტში „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ მობილურობის ცენტრის მრჩევლად, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაცია, არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა. ნატალია ცაგარელი იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი.დაარსებიდან დღემდე მუშაობს ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის მენეჯერად და ექსპერტ/მკვლევარად.
16.01.2018