შემოგვიერთდით Facebook-ზე

ანტონ ქელბაქიანი

  • ელ. ფოსტა:  anton.kelbakiani@gmail.com
  • ტელ - +995577284656
  • ორგანიზაციის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, პროფესიით იურისტი, რომელსაც აქვს პენიტენციურ სისტემაში და არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ:  2005-2006 წლებში სახალხო დამცველის მართლმსაჯულების სამმართველოს სპეციალისტი (ძირითადი საქმიანობა დახურული დაწესებულებების მონიტორინგი);  2006-2009 წლებში იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსი; 2009-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;  2012-2013 წლებში არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი. ა.ქელბაქიანი არის არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების რეფორმის კონცეფციის ავტორი, რომელი რეფორმაც წარმატებულად განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და რის გამოც ა.ქელბაქიანს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გადაეცა „მადლობის სიგელი“ არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების სისტემის რეფორმაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ა.ქელბაქიანი 2010-2012 წლებში იყო ევროსაბჭოს წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის (CPT) საკონტაქტო პირი საქართველოში, 2009-2012 წლებში იყო საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ამჟამად არის ამავე საბჭოს ფარგლებში არსებული არასრულწლოვანთა და პენიტენციური სამუშაო ჯგუფების წევრი. ა.ქელბაქიანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი (სალექციო კურსი - არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულება; სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მარლთმსაჯულების სფეროში; სასჯელაღსრულების სამართალი). 2017 წლის მაისის თვიდან არის სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
16.01.2018