შემოგვიერთდით Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, ზაალ ქიქოძის N7, 0108
ტელ1: +995577284656
ტელ2: +995577284658
სიახლეები
ორგანიზაციის განცხადება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშზე


მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილ უმძიმეს ფაქტებზე. არ არსებობს არანაირი სტატუსი და მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა, არათუ გაამართლოს, არამედ შეამსუბუქოს ის მძიმე გარემოებები და ფაქტები, რომლებზეც ანგარიშშია საუბარი.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. 

კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენა საარჩევნო პროცესზე,   კვლევის წინასწარი მიგნებები

არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი (IDSD) ახორციელებენ კვლევას, რომლის მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში (წინასაარჩევნო პერიოდში,  კენჭისყრის დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდში) და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (წინასაარჩევნო პერიოდში) კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის მასშტაბის შეფასება.  

სტერეოტიპებით შეზავებული პანდემიური სტრესი

ემი უჩინარი შრომა

თუ თქვენ დაწყებითი კლასის მოსწავლის დედა ხართ და ფიქრობთ რომ სახლის საქმეს, სამსახურს, პანდემიით გამოწვეულ სტრესსა და ონლაინ სწავლებას თავს ვეღარ ართმევთ, გადაიღალეთ და თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის.

ციხის პერსონალი - მახინჯი სისტემის მსხვერპლი

მე ვფიქრობ, რომ ცოტას თუ აქვს გააზრებული თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ციხეში მუშაობა. სამწუხაროდ დღესდღეობით პატიმრების უმეტესობა განთავსებული არიან დიდი ზომის ღია ტიპის დაწესებულებებში, ე.წ „ზონებში“, სადაც მათი რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 2000 პატიმრამდე არის. არის სრული დისბალანსი პატიმების და თანამშრომლების რაოდენობას შორის. ზოგ შემთხვევაში 1 უსაფრთხოების ოფიცერზე შესაძლოა 300-400 პატიმარი მოდიოდეს. გარდა ამისა, დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ზოგადად სტატიკური უსაფრთხოების სისტემა არ იძლევა პატიმრების რისკების მიხედვით ეფექტურად განაწილების შესაძლებლობას, რაც რელურად გაადვილებდა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, უსაფრთხოების და რეჟიმის დაცვის მთავარი ფუნქცია რიგით თანამშრომლებზე მოდის, რომლებმაც არსებული რესურსების ფარგლებში უნდა შეძლოს სიტუაციის კონტროლი ციხის შიგნით.

მარიკა ნათაძის სტატია - რა ფაქტორები უბიძგებს პატიმარს გახდეს ციხის სუბკულტურის ნაწილი

დაწესებულებაში მოხვედრისას პატიმრებს უწევთ გამკლავება ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. შეზღუდული გადაადგილება, თავისუფლად მოქმედებისა და პირადი სივრცის თითქმის სრული არ არსებობა, ეჭვები ადამიანებს შორის ურთიერთობებში, საფრთხისა და შიშის მაღალი დონე და სხვა  ფაქტორები უარყოფითად აისახება თავისუფლება შეზღუდული პირის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეც კი.