შემოგვიერთდით Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, ზაალ ქიქოძის N7, 0108
ტელ1: +995577284656
ტელ2: +995577284658
სიახლეები
კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენა საარჩევნო პროცესზე,   კვლევის წინასწარი მიგნებები

არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი (IDSD) ახორციელებენ კვლევას, რომლის მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში (წინასაარჩევნო პერიოდში,  კენჭისყრის დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდში) და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (წინასაარჩევნო პერიოდში) კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის მასშტაბის შეფასება.  

სტერეოტიპებით შეზავებული პანდემიური სტრესი

ემი უჩინარი შრომა

თუ თქვენ დაწყებითი კლასის მოსწავლის დედა ხართ და ფიქრობთ რომ სახლის საქმეს, სამსახურს, პანდემიით გამოწვეულ სტრესსა და ონლაინ სწავლებას თავს ვეღარ ართმევთ, გადაიღალეთ და თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის.

ციხის პერსონალი - მახინჯი სისტემის მსხვერპლი

მე ვფიქრობ, რომ ცოტას თუ აქვს გააზრებული თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ციხეში მუშაობა. სამწუხაროდ დღესდღეობით პატიმრების უმეტესობა განთავსებული არიან დიდი ზომის ღია ტიპის დაწესებულებებში, ე.წ „ზონებში“, სადაც მათი რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 2000 პატიმრამდე არის. არის სრული დისბალანსი პატიმების და თანამშრომლების რაოდენობას შორის. ზოგ შემთხვევაში 1 უსაფრთხოების ოფიცერზე შესაძლოა 300-400 პატიმარი მოდიოდეს. გარდა ამისა, დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ზოგადად სტატიკური უსაფრთხოების სისტემა არ იძლევა პატიმრების რისკების მიხედვით ეფექტურად განაწილების შესაძლებლობას, რაც რელურად გაადვილებდა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, უსაფრთხოების და რეჟიმის დაცვის მთავარი ფუნქცია რიგით თანამშრომლებზე მოდის, რომლებმაც არსებული რესურსების ფარგლებში უნდა შეძლოს სიტუაციის კონტროლი ციხის შიგნით.

მარიკა ნათაძის სტატია - რა ფაქტორები უბიძგებს პატიმარს გახდეს ციხის სუბკულტურის ნაწილი

დაწესებულებაში მოხვედრისას პატიმრებს უწევთ გამკლავება ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. შეზღუდული გადაადგილება, თავისუფლად მოქმედებისა და პირადი სივრცის თითქმის სრული არ არსებობა, ეჭვები ადამიანებს შორის ურთიერთობებში, საფრთხისა და შიშის მაღალი დონე და სხვა  ფაქტორები უარყოფითად აისახება თავისუფლება შეზღუდული პირის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეც კი.

ორგანიზაციის განცხადება კრიმინალური სუბკულტურის გავლენის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებებში და სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას კრიმინალური სუბკულტურის გავლენის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებებში და სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით. RIVG-ი 2013 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. ამ მიზნით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა, რომელიც ეხება პენიტენციური სისტემის რეფორმის სხვადასხვა მიმართულებას.

ტატო ქელბაქიანის სტატია - არჩევნები, კრიმინალი და საბჭოთა სისტემა

ყოველთვის, როდესაც „კანონიერი ქურდების“  წარმოშობის ისტორიაზე ვიწყებთ საუბარს,  უმეტესობას გვახსენდება ფრაზა -  „ეს ფენომენი სტალინის შექმნილია“. რასაკვირველია ეს სიმართლეა, იმ მცირედი გამონაკლისით, რომ მაშინდელ რეპრესიულ სისტემას ეს წესები კი არ შეუქმნია, არამედ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეფექტიანად გამოიყენა.