შემოგვიერთდით Facebook-ზე

კონკურსი სტუდენტებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის", "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებებთან დაკავშირებული ხარვეზების დაძლევა ადვოკატრების გზით".

პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სტუდენტური ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებით, თემაზე - "არასრულწლოვნის პირველი კონტაქტი პოლიციასთან, არსებული გამოწვევები".

ნაშრომმა უნდა მოიცვას საქართველოში პოლიციასთან პირველი კონტაქტისას არსებული პრაქტიკა (არსებული კვლევებისა და სახალხო დამცველის ანგარიშების მეორადი ანალიზი) არსებული ტენდენციები და ავტორის მოსაზრებები სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ესსე დამატებით შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1. სტრუქტურა;
2. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა;
3. ლოგიკურობა;
4. ინოვაციურობა;
5. აკადემიური წერის უნარები;
6. დამოუკიდებელი აზროვნება.

ესსეს მოცულობა უნდა იყოს 3-4 გვერდი.

ნაშრომების შეფასებას განახორციელებს სპეციალურად შექმნილი კომისია - პროექტის გუნდი და მოწვეული ექსპერტი. გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

1 ადგილი - 990 ლარი (ხელზე ასაღები);
2 ადგილი - 690 ლარი (ხელზე ასაღები);
3 ადგილი - 425 ლარი (ხელზე ასაღები).

2018 წლის 25 იანვრამდე, მსურველებმა ნაშრომები და სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rivg.info@gmail.com